sixshire.blogspot.com

12/27/11

რა ღირს FM ლიცენზია?



გამარჯობა.

დღეს აგიხსნით როგორ ვიხმაროთ კალკულატორი და როგორ გამოვთვალთ რა ღირს ლიცენზიის მოპოვება ანუ ეთერში მუშაობის უფლება.

შევდივართ მარეგურილებელი კომისიის ვებ გვერდის კალკულატორში http://geo.gncc.ge/liccalc/calc.aspx .


და ვწერთ შემდეგ მონაცემებს.


1) საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი: ks=1 (სარელეო, საეთერო)

2) სიხშირე: ვწერთ ნებისმიერს საორიენტაციოთ 85.5 დან 107.9 მდე

3) სიხშირული ზოლი: 0.5 მგჰც ( 0.5 თუ თბილისის დაფარვა გვინდა. ბათუმზე და ქუთაისზე 0.3 ეყოფა)

4) სიმძლავრე: 1000 ვატი (ეს მინიმუმია,  500 ვატი შეიძლება ქუთაისის და ბათმის მოცულობის ქალაქის შემთხვავაში)

5) სადგურების რაოდენობა მთელ საქართველოზე: 1

არის კოეფიციენტს არ მოვნიშნავთ დავტოვებთ როგორც არის.

შემდეგ ავირჩევთ ქალაქს. და დავიანგარიშებთ. თუ არ დაიანგარიშა ესეიგი ბრაუზერის პრობლემაა და ინტერნეტ ექსპლორერით ცადეთ.

მივიღეთ თანხა მაგალითად თბილისზე 10692 ლარი. ეს არის საწყისი თანხა. 


თავიდან ვიხდით 2000 ლარს და შემდეგ ამ 10692 ლარს ვიხდით 10 წლის განმავლობაში. 


ანუ გვაძლევენ 10 წლიან ლიცენზიას. 


თვეში გამოდის 89 ლარი. რაც დამეთანხმეთ ძალიან ცოტაა და კარგია :)


თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ იკითხეთ გიპასუხებთ. 


პატივისცემით კოტე. ც :)

12/26/11

რადიოყვარულობა




მსოფლიოში მრავალი გატაცება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ეს რადიომოყვარულობაა. რადიომოყვარულობა რამდენიმე მიმართულებად იყოფა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ მიიღოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვა და როგორც ულტრამოკლე, ასევე მოკლე ტალღებზე რადიოკავშირი ჩაატაროს მსოფლიოს ნებისმიერ ცერტილთან ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის თუ საკაბელო სისტემების გარეშე. ასევე მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის ადგილობრივ, კონტინენტურ თუ მსოფლიო შეჯიბრებებში. ასევე შეასრულონ სხვადასხვა სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული დიპლომების პირობები. შეაგროვონ სამოყვარულო ბარათები, რომლებიც ფაქტიურად ამ რადიომოყვარულის კვალიფიკაციას განსაზღვრავენ. 
...,,, რა არის რადიომოყვარულობა:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგიდაზე მოთავსებულია მაგალითდ 2-3 კილოგრამი სიმძიმის მცირე ზომის მიმღებ-გადამცემი ანუ ტრანსივერი, რომელიც კაბელით შერთებულია თქვენი სახლის სახურავზე გაბმულ ანტენასთან. თქვენი ტრანსივერი მომართული უნდა იყოს ერთ-ერთ სამოყცარულო რადიოტალღაზე. ყველა სამოყვარულო რადიოსადგურს მინიჭებული აქვს შსაბამი მოსახმობი ნიშანი, რომელიც ამ სფეროში რადიომოყვარულსსახელს და გვარს ნიშნავს. დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ტრანსივერი და თქვენთან რადიოკავშირის ჩასატარებლად მოიწვიოთ მსოფლიოს ნებისმიერი რადიომოყვარული. სასაუბრო თემატიკა რათქმაუნდა შეზღუდულია და განისაზღვრება საერთაშორისო კანონმდებლობთ............


Meta: 4l2m

შესავალი ანუ წინათქმა



მოგესალმები სტუმარო.

ბლოგი ზოგადი ხასიათისაა და ემსახურება დაინტერესებული პირებისა და  მოყვარულების მაქსიმალურ ჩართულობას აღნიშნულ სფეროში.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სამაუწყებლო სიხშირეების გაცემის გამარტივებას. როგორც სატელევიზიო ასევე რადიო მაუწყებლობა უნდა იყოს ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი.

არავითარი პოლიტიკური მიზნები. უბრალოდ მოგვეცით ეთერში მუშაობის საშუალება.

ვეცდები საინტერესო სტატიები მოგაწოდოთ, როგორ გავიდეთ ეთერში, რა აპარატურაა ამისთვის საჭირო. სქემები, ფასები, ისტორია  და ა.შ

მოკლედ თუ რადიო და ტელე მოყვარული ხარ აქ ნამდვილად არ მოიწყენ.

გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა.


პატივისცემით კოტე. ც :)